თუ შენზე ვფიქრობ,ნუ გეწყინება, თუ ჩემს თვალებში ვარსკვლავებია. და თუ ამაღამ არ მეძინება, იცოდე,რომ ეს შენი ბრალია.
თუ შენი სახე კვლავ მენატრება, და თუ ჩემს გულში ცეცხლი ანთია. თუ თვალზე რული არ მეკარება, იცოდე ესეც,შენი ბრალია.
თუ შენით ასე ვარ დადაგული, თუ შენმა სახემ გული გალია. თუ ახლა ძილი მაქვს დაკარგული ხომ იცი,ესეც შენი ბრალია.
|