| ჩვენი გამოკითხვა |
 | |  |
 |
|
 | |  |
|
არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ, მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.
სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.
არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
|
თუ შენზე ვფიქრობ,ნუ გეწყინება, თუ ჩემს თვალებში ვარსკვლავებია. და თუ ამაღამ არ მეძინება, იცოდე,... კითხვის გაგრძელება »
|
მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს, და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას.
მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია, ... კითხვის გაგრძელება »
|
მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე, მე ქარში შენი თმებით დავები, შენი დუმილით, შენი სიცილით, შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.
ეცემა თოვლი და ყველაფერი: თოვლში მიცურავს ზღაპრად ქცეული. ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით, მე მინდა შენი სული... სხეული....
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება თოვლივით ჩუმი და შემპარავი. მე კი ყოველთვის მემხსოვრება, რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი, როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები სადღაც სივრცეში გადაჭდობილი
|
| |
 | |  |
|
| სტატისტიკა |
 |
სულ ონლაინში: 0 სტუმარი: 0 მომხმარებელი: 0 |  |
 |
| კალენდარი |
 | | « მაისი 2012 » | | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 |
|  |
 |
|